ევროკავშირი და უკრაინა

კეტრინ ეშტონის და შტეფან ფიულეს განცხადება კიევში მიმდინარე მოვლენებზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთოხების პოლიტიკაში, კეტრინ ეშტომა და გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა, შტეფან ფიულემ საერთო განცხადება გაავრცელეს კიევში მომხდარ მოვლენებზე.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალის გუშინდელ გადამეტებულ გამოყენებას პოლიციის მიერ კიევში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხმამაღლა და უპრეცენდენტოდ  გამოხატავენ თავიან მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი. ვილნიუსის სამიტის მონაწილეები ამ მხარდაჭერას მიესალმებიან.  ძალის გაუმართლებელი გამოყენება ეწინააღმდეგება სამიტის მონაწილეების პრინციპებს, რომლისადმი ერთგულება სამიტის მონაწილეებმა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა, გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.    

ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას,  როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, რომ უმასპინძლოს მინისტერიალს 5-6 დეკემბერს კიევში, რათა ერთგული დარჩეს მის მიერ  საერთაშორისოდ აღიარებული გამოხატვის და შეკრების თავისუფლების პრინციპებისადმი.

ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლებას, რომ გამოიძიონ გასული დღის მოვლენები და პასუხი აგებინონ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაარღვიეს  გამოხატვის და შეკრების თავისუფლების  ძირითადი პრინციპები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები