ლარის კურსის ცვლილება

ხადური: სეზონურობა იმას ნიშნავს, რომ ახლა დოლარზე მოთხოვნა იზრდება

თავისთავად ცხადია, რომ ეს სეზონურია. სეზონურობა იმას ნიშნავს, რომ ახლა დოლარზე მოთხოვნა იზრდება, რადგან თუნდაც საახალწლოდ სხვა ქვეყნებიდან იმპორტი უფრო მეტი უნდა იყოს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ თოვლი მოვიდა და გაიზრდება ტურისტთა რაოდენობა, რომლებიც ასევე დოლარს შემოიტანენ; ასევე გაიზრდება უცხოეთიდან დოლარის ჩარიცხვა, ვინაიდან ყველა ოჯახი გადმორიცხავს საახალწლოდ დოლარს თავის ახლობლებთან; გარდა ამისა, ექსპორტია გააქტიურებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი დოლარი უნდა შემოვიდეს. ამდენად, ამ მიმართულებით პრობლემებს საერთოდ ვერ ვხედავ.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სააგენტო frontnews-თან ინტერვიუში ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

კომენტარები