პიტერ ო’ტული

ირლანდიელი მსახიობი პიტერ ო'ტული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

Lawrence of Arabia

ირლანდიელი მსახიობი პიტერ ო'ტული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ო’ტული მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი იყო, რომელიც ოსკარზე რვაჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდოს მიღება ვერ შეძლო. დევიდ ლინის კლასიკად ქცეული ფილმის ”არაბი ლოურენსის” მთავარი როლის შემსრულებელი ამერიკის კინოაკადემიამ 2003 წელს დააფასა და მას ოსკარი, კინოში შეტანილი წვლილისთვის გადასცა. 

ფილმების ”არაბო ლოურენსი”, ”ლომი ზამთარში”, ”ბეკეტი”, ”კასკადიორი” და ”როგორ მოვიპაროთ მილიონის” ვარსკვლავის დებიუტი დიდ კინოში 1960 წელს ფილმში ”გატაცებული” შედგა. ბოლო მნიშვნელოვანი როლი კი 2006 წელს შეასრულა, როდესაც როჯერ მიჩელის ფილმში ”ვენერა” მთავარი როლი ითამაშა და ბოლო, მერვე, ოსკარის ნომინაცია მიიღო. 2012 წელს კი ო’ტულმა კინოდან წასვლის შესახებ განაცხადა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა ო' ტულის გარდაცვალების შემდეგ თქვა "თანავუგრძნობ მის მშობლებსა და მეგობრებს. მისი თამაში ჩემს საყვარელ ფილმში ”არაბი ლოურენსი” შთამბეჭდავია” 

კომენტარები