საჯარო რეესტრი

2013 წლის ნოემბერში ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბრის თვეში ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციები 3.3%-ით შემცირდა. მოთხოვნა ძირითადად შემცირებულია მეორად ქონებაზე. პირველადი ტრანზაქციები წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში 3.9%-ით გაიზარდა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა იმაზე მეტი ქონება, ვიდრე 2010-2011 წლებში: 2010 წლის ნოემბერთან შედარებით, ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა 34.4%-ით, 2011 წლის ნოემბერთან შედარებით - 16.1%-ით. 

კომენტარები