გიგი უგულავას საქმე

კუბლაშვილი: უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური უნდა იყოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური იქნება.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო; რამდენად სამართლიანად, თუ უსამართლოდ ჩათვლის ვინმე, ეს უკვე მათი პირადი სუბიექტური აზრია. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური უნდა იყოს და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი იქნება. სუბიექტური მიდგომა ყველას შეიძლება ჰქონდეს", - თქვა კუბლაშვილმა.

კომენტარები