რუსეთი

Pussy Riot-ის წევრი ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს ამბობს

polit.ru

პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი მარია ალიოხინა ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ტელეკომპანია დოჟდი ალიოხინას მეგობარზე დაყრდნობთ იუწყება. მსჯავრდებულის მეგობარი ამბობს, რომ კოლონიიდან მის წასვლის შემთხვევაში ის მსჯავრდებულები, რომელთანაც მას ციხეში ახლო ურთიერთობა აქვს, საფრთხეში აღმოჩნდებიან, რადგან მათ აქამდე ციხის ხელმძღვანელობა არაერთხელ დამუქრებია.

ალიოხინას მეგობრის ტაისია პოლიაკოვას თქმით, მსჯავრდებულმა მას შეხვედრისას განუცხადა, რომ ამის გამო ციხის დატოვება არ სურდა და ამნისტიაზე უარის თქმის სამართლებრივ გზებზე ფიქრობდა.

Pussy Riot-ის სამ მონაწილეს 2012 წლის აგვისტოში ხულიგნობის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული სიმღერისთვის „ღვთისშობელო, პუტინი განდევნე". ერთ-ერთ მათგანს სასჯელი პირობითით შეეცვალა. ორი კი - ნადეჟდა ტილოკონიკოვა და მარია ალიოხინა, რამდენიმე დღის წინ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად უნდა გათავისუფლდნენ.

კომენტარები