ოთარ ფარცხალაძის საქმე

უსუფაშვილი: ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია

საქართველოს პაერლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სამართლებრივად ნასამართლობა არ გააჩნია და თანამდებობზე მისი ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს.

,,ბატონი ფარცხალაძე ამ კონკრეტულ სიტუაციაში იმაშია ბრალდებული, რომ მას ჰქონდა 12-13 წლის წინ გერმანიაში გარკვეული პრიბლემები სამართალდამცავ სისტემასთან, რომელიც მალევე მოგვარდა. მას შემდეგ არც ამ სახელმწიფოს აქვს მის მიმართ პრობლემები და ასე უპრობლემოდ მოგზაურობს ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც, სამართლებრივად მას ნასამართლეობა არ გააჩნია და თუ მას სამართლებრივად როდესმე პრობლემა ჰქონდა, ეს პრობლემა ჰქონდა მაშინაც, როცა წინა ხელისუფლების დროს პოლიციაში მუშაობდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდიმარის თქმით, იგი ამ საკითზე პრემიერმინსიტრს ესაუბრა და მისგან მიიღო „მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ყველაფერი წესრიგშია ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. არაფერი არ არსებობს არც მორალური და არც სამართლებრივი კუთხით, რაც ეჭვს იწვევს მის საქმიანობაში".

 

კომენტარები