ჭაბუა ამირეჯიბი

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზატკეცილს ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭა

ჭაბუა ამირეჯიბი
www.boersenblatt.net

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ დედაქალაქის მთავრობას მიმართა თხოვნით, უზრუნველყოს ჭაბუა ამირეჯიბის მემორიალური დაფის განთავსებაც. 

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებითვე, სახელი შეეცვალა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღს, რომელსაც დღემდე პირველი რესპუბლიკის სახელი ერქვა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბაღს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭა.

ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, 13 დეკემბერს, 92 წლის ასაკში საკუთარ სახლში, თბილისში გარდაიცვალა.

კომენტარები