მომავალი პროკურორი

აბაშიძე: ჩემთვის უცნობია, ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის პოსტს

timer.ge

ქართული ოცნების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის პოსტს. აღნიშნული საკითხი პრემიერმინისტრმა უნდა გადაწყვიტოს. ხოლო იქნება თუ არა ამ თემაზე კონსულტაციები კოალიციის შიგნით, ესეც პრემიერ ღარიბაშვილის გადასაწყვეტია.

დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატურა უნდა განიხილოს. აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი მთავარი პროკურორის შესახებ თეა წულუკიანი რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

"მე არ ვთვლი, რომ პროკურორი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ადამიანი და იყოს პოპულარული. ის, პირველ რიგში, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და კანონმდებლობის მცოდნე უნდა იყოს. ასევე უნდა იცოდეს გამოძიება და ჰქონდეს ყველა ის უნარი, რაც მთავარ პროკურორს სჭირდება. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც დარწმუნებული ვარ შეირჩევა მთავარი პროკურორი", - თქვა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. დეპუტატისთვის უცნობია, მართლაც აწარმოებენ თუ არა ინტერესჯგუფები ხუხაშვილის წინააღმდეგ "ბინძურ კამპანიას". მისივე თქმით, გია ხუხაშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უჭირს და თუ მის მიმართ რაიმე კანონდარღვევას აქვს ადგილი, ამას ყოველთვის იტყვის.

ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს 3 წევრი უკვე არჩეულია, დანარჩენ კანდიდატებს კი პარლამენტი თებერვალში შეარჩევს.

კომენტარები