ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შტატის გუბერნატორთან ერთად დედაქალაქ ვაშინგტონის მოსაზღვრე დასავლეთ ვირჯინიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი ერთ-ერთი საწარმოდან მდინარეში ტოქსიკური ნივთიერების ჩაღვრა გახდა.
სააგენტო AP-ის ცნობით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის მდინარე Elk-ში ჩაღვრილი მეთილციკლოჰექსანის ზუსტი რაოდენობა.
სპეციალისტთა თქმით, ტოქსიკური ნივთიერება განსაკუთრებით საშიში არ არის, თუმცა, მან ადამიანს ზიანი შესაძლოა მიაყენოს გადაყლაპვის, ან ჩასუნთქვის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ მიმდებარე 9 დასახლების 100 000 მოსახლე გააფრთხილა, რომ დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად ან დასაბანად ნუ გამოიყენებენ ონკანის წყალს, რადგან გაზრდილია ტოქსიკურობა.
მომხდარის გამო შტატის ხუთ დასახლებაში სკოლები დროებით დაიხურა.