ვენეციის კომისია

ჯანი ბუკიკიო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანი ბუკიკიო და გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის პრესსასმახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ძალთა ბალანსისა და დემოკრატიის განვითარების უზრუნველყოფას.

ჯანი ბუკიკიო ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, უმცირესობისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები