კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის ადვოკატი: დოკუმენტის გასაჯაროება კითხვებს აჩენს

დავით კეზერაშვილი

საფრანგეთში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის გიზო უგლავას განმარტებით, დოკუმენტი კეზერაშვილის ბიზნესის შესახებ , რომელიც ქართულ პრესაში გამოქვეყნდა, მისი ადვოკატების დაკვეთთ მომზადდა.

ადვოკატის თქმით, აუდიტორული კომპანიის დასკვნა წარდგენილ იქნა სასამართლოში იმის დამადასტურებლად, რომ კეზერაშვილის ბიზნესში არ მონაწილეობს კორუფციული გზით მოპოვებულ თანხები და ის არ არის შექმნილი ფულის გათეთრების მიზნით. უგლავას განცხადებით, დოკუმენტი კეზერაშვილის გამამართლებელ მტკიცებულებას წარმოადგენს.

ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი სასამართლოს წარედგინა, ის გადაცემოდა საფრანგეთის პროკურატურას და ხელმისაწვდომი გახდებოდა საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროსთვის.

„მასზე ხელი მიუწვდებოდა (აუდიტორულ კომპანია) დელოიტს, ადვოკატებს, საფრანგეთის სასამართლოს და პროკურატურას და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს. ეს პირთა წრე კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორ მოხდა დოკუმენტი ალიას ჟურნალისტის ხელში. მით უმეტეს, რომ შემდეგ ძალიან ორკესტრირებულად დაიწყეს პოლიტიკოსებმა, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური დარღვევით, ცილისმწამებლური განცხადებების კეთება", - განაცხადა უგლავამ ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ეთერში .

ადვოკატის აზრით, ეს განცხადებები კეზერაშვილის პოლიტიკურ დევნას და „დემონიზაციას", ასევე გარკვეულ ფაქტების, კერძოდ, ვანო მერაბიშვილის ციხიდან სავარაუდო გაყვანის კადრების წაშლის, „გადაფარვას" ემსახურება.

 

კომენტარები