ახალი ინიციატივა

ეკონომიკურმა საბჭომ საინვესტიციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს პრემიერმინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ საინვესტიციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ნოდარ ხადურის თქმით, საბჭოს შექმნამდე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფაზე სამუშაო ჯგუფი იზრუნებს.

საინვესტიციო საბჭოს შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოს პრემიერმინისტრს ექსპერტებმა ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა შესაბამისი წინადადებით მიმართეს.

კომენტარები