ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგეტიკისა და ამ დარგისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხუდონჰესზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ხუდონის ყველაზე დიდი პრობლემა სოციალური, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემაა.
"ძალიან ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. მაგრამ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ეს ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან მიმართებაში მთავრობა იქნება კონსტრუქციული და მე ვფიქრობ ეს შედეგსაც გამოიღებს" - აღნიშნა კალაძემ ტაბულას კითხვაზე პასუხად.