ვითარება უკრაინაში

შეფასებები კიევში მიმდინარე მოვლენებზე

კიევის ცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები შეძლებენ მოსახლეობის დაცვას. ვიცე-პრემიერი კახა კალაძის თქმით, კი როგორც ოპოზიციის ასევე ხელისუფლების ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და უნდა მოხდეს შეთანხმება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმაც. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინიტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს კიევში დაპირისპირებისას არსებული მსხვერპლის გამო და იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას.

კომენტარები