CNBC-ის ინტერვიუ პრემიერთან

პრემიერი რუსეთ-საქართველოზე: პოლიტიკური საკითხების გარდა, ყველაფერი ნორმალურადაა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

პოლიტიკური საკითხების გარდა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩვენ როდესაც 2012-ში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვედით, შევცვალეთ რიტორიკა და ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით. ეს იყო ნომერ პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები გვაძლევდნენ. ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ამ მიზნით რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელმაც სხვათა შორის, არაჩვეულებრივად იმუშავა. ამის შემდეგ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოვახდინეთ. ჩვენ ასევე შეგვეძლო რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესება. როგორც იცით, რუსეთმა თავისი ბაზარი გაგვიხსნა და ამიტომ 1 წლის განმავლობაში ექსპორტი გასამმაგდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უპირისპირდება, რადგან საქართველოს მთავრობა ცვლის რიტორიკას, დგამს მხოლოდ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან ხვდება პროვოკაციები საზღვრის გასწვრივ. "ეს კი ჩვენთვის გაუგებარია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ზეწოლას ელის. "მე ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა, ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა ამ მიმართულებით გასულ წელს. 2008 წელს ჩვენ რუსეთთან ომი გვქონდა. წელსაც კი რიგი პროვოკაციის მცდელობები იყო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. შესაბამისად, უფრო მეტ პროვოკაციას მოველით. მე არ ვიტყოდი, რომ არ ველოდებით რუსეთის ზეწოლას, თუმცა მასზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული და ეს რისკებს მინიმუმამდე ამცირებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები