ბარსელონა

ბარსელონას პრეზიდენტი სანდრო როსელი თანამდებობიდან გადადგა

fcbarcelona.com

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი სანდრო როსელი თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად როსელმა ნეიმარის ტრასნფერის გამო, მის ირგვლივ აგორებული სკანდალი დაასახელა.

სამართალდამცავებს აქვთ ეჭვი, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელში 57 მილიონის ნაცვლად, 95 იქნა გადახდილი. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტი დადასტურდა, როსელს 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არჩევნების დანიშვნამდე, ბარსელონას პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით, ხოსე მარია ბარტომეუ შეასრულებს.

კომენტარები