შსს

შსს-მ სოფელ გლდანში მამათა მონასტრის კელიის ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 10-ე განყოფილების თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოლეგ პ. დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, გვიან ღამით, სოფელ გლდანში მდებარე გრიგოლ ღვთისმეტყველის მამათა მონასტრის კელიაში ფარულად შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შეწირულ თანხას – 2700 ლარს და 15 დოლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი – 750 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 10-ე განყოფილება აწარმოებს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

კომენტარები