ვანო მერაბიშვილის საქმე

დასაქმების პროგრამაზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე თავად ყოფილი პრემიერმინისტრი დაიკითხა. მერაბიშვილის დაკითხვა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყოფილმა პრემიერმა დაკითხვისას დეტალურად ისაუბრა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. მერაბიშვილმა კვარიათის ეპიზოდთან დაკავშირებითაც მისცა ჩვენება.

მერაბიშვილის დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარემ კიდევ ორი მოწმე წარმოადგინა - სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორები. სასამართლო პროცესი დაძაბულ და ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

კომენტარები