საავტომობილო გზები

თოვლის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზებზე საქართველოს მასშტაბით დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვა.

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის (კმ20-კმ120) ლოჭინი-წნორის (კმ20-კმ120) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისის შემოსავლელი გზის ზაჰესი-მარტყოფის (კმ4-კმ28) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის სასადილო–თელავის (კმ28–კმ65) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაზიანი-შუამთის (კმ32–კმ56) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-კალას (კმ102-კმ182) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები