გამოსვლები უკრაინაში

უკრაინელმა ოპოზიციონერებმა Deutsche Bank-ის ოფისთან აქცია გამართეს

უკრაინელმა ოპოზიციონერებმა კიევში, Deutsche Bank-ის ოფისთან აქცია გამართეს და ბანკს იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვეს. დემონსტრანტების მტკიცებით, დიოჩე ბანკი იანუკოვიჩის უახლოესი გარემოცვის კორუფციული თანხების ბრუნვაში მონაწილეობს. კვირას კიევში, ევრომაიდანზე, კვლავ ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის ლიდერებისგან მომავალ მოქმედების გეგმა მოისმინეს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაძლევის გზებზე მსჯელობას უმაღლესი რადა ხვალინდელ სხდომაზე გააგრძელებს.

კომენტარები