გეგუთის ციხე

სამინისტრო: გეგუთის ციხეში სპეცრაზმის შეყვანა არც დაგეგმილა და არც იგეგმება

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაცია, რომ გეგუთის ციხეში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმება, მცდარია.

"გეგუთის ციხეში სპეცრაზმის შეყვანა არც დაგეგმილა და არც იგეგმება", - აღნიშნა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მოვალეობის შემსრულებელმა თაია მახარაშვილმა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, გეგუთის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან. მათი თქმით, მიუვიდათ ინფორმაცია, რომ ციხეში სპეცრაზმის შეყვანას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში უკვე რამდენიმე დღეა პატიმრები შიმშილობენ.

კომენტარები