სტამბოლში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყალი გამოიყენა 2000-მდე დემონსტრანტის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მიერ ინტერნეტის მოხმარებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.
დემონსტრანტების თქმით, ისინი ინტერნეტის გადასახადს თავად იხდიან და მთავრობამ არ უნდა გადაუწყვიტოს, რა საიტით ისარგებლონ.
მანამდე პრემიერმა ერდოღანმა თქვა, რომ შეზღუდვა მთელ ინტერნეტსივრცეზე არ ვრცელდება. შეზღუდვის დაწესების მიზანი კი უსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის დაცვაა. მთავრობა დაბლოკავს ყველა იმ საიტს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დაარღვევს.