გაეროს მოსახლეობის ფონდი

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ბაბატუნდე ოსოტიმეჰინს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა. ასევე შეფასდა უკვე არსებული 15-წლიანი თანამშრომლობა საქართველოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

“ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან. გაეროს მოსახლეობის ფონდი უკვე 15 წელია საქართველოსთან პროგრესულად თანამშრომლობს, რაც იმედი გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება. ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური ინვესტიციები კი ქვეყნის მოსახლეობის ყოფაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა ბაბატუნდე ოსოტიმეჰინმა გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ცნობით.

საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ჰაუგი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორი ზაჰიდ ჰაქი, UNFPA ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ლელა ბაქრაძე.

კომენტარები