უკრაინა

კლიჩკო: შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული

შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კრიზისის მოგვარების თაობაზე მიღწეული ჯერ არ არის. ამის შესახებ პარტია უდარის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როდესაც შედეგები გვექნება, ვიტყვით. ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არსებობს", - განაცხადა კლიჩკომ. მისი თქმით, ჯერჯერობით სხვდასხვა წინადადებები განიხილება და გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა დამოკიდებული. შედეგი, მისი აზრით, შესაძლოა ამაღამ იქნას მიღწეული.

შეგახსენებთ, იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან კომპრომისული წინადადება განიხილეს, რომლის დეტალები ას არ დაუკონკრეტებია. პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა კი განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე თანახმაა.

კომენტარები