ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაცია

საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში ჩაერთვება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას დათანხმდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მომხრე 106 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 1.

საკითხი სესიაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა წარადგინა.

"ევროკავშირმა მოგვმართა თხოვნით, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ევროკავშირის მხრიდან ეს შემოთავაზება მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმარისი გამოცდილება თავი გაართვას ასეთ მისიას. ქართველ სამხედროებს შესწევთ უნარი ნებისმიერი ამოცანა შეასრულონ", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

მისია 2014 წლის მაისში დაიწყება. მისი ხანგრძლივობა ექვსი თვე იქნება. მისიის ამოცანაა ცენტრალური აფრიკის დედაქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისიის ხელმძღვანელი ქვეყანა საფრანგეთია.

კომენტარები