ვითარება უკრაინაში

ფრაქცია უდარის დეპუტატის დაუზუსტებელი ინფორმაციით, იანუკოვიჩი დაკავებულია

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია უდარის წევრის ვლადიმირ კურენოის დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაკავებულია. ამის შესახებ დეპუტატი Facebook-ზე წერს. მისი ცნობით, იანუკოვიჩი ყირიმში დააკავეს და კიევში მიჰყავთ.

"დაკავებულია? 80%-იანი ინფორმაცია. ვამოწმებთ" - აღნიშნავს კურენოი.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 328 დეპუტატმა დაუჭირა. 22 თებერვალსვე, რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა. აქამდე უცნობი იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელი. უკრაინული მედიის ცნობით, იგი რუსეთში გაფრინდა. ერთერთი ვერსიით კი, დონეცკში იმყოფებოდა.

კომენტარები