თეორემა

პრემიერის ვიზიტის შეფასება

შეერთებული შტატები საქართველოს მხარს დაუჭერს საკუთარ ძალისხმევაში, მიაღწიოს კონსენსუსს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღწევაში. შეერთებული შტატები საქართველოსთან გაარღმავებს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს - ასე გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების პასუხად.

როგორ აფასებს მმართველი ძალა და საპარლამენტო ოპოზიცია ამერიკის უმაღლესი პირებისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრებს, რატომ დაიწყო ყველა შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობისა და ძლიერი ოპოზიციის მნიშვნელობის ხაზგასმით, რა კონკრეტულ შედეგებს ველით ამ ვიზიტიდან - ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება თეორემას პირველ ნაწილში.

კომენტარები