ჯარისკაცის თვითმკვლელობა

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი იმედა მურვანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი იმედა მურვანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. 1993 წელს დაბადებული ქართველი სამხედრო III ქვეით ბრიგადაში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. იგი შაბათ-კვირით დათხოვნაში საკუთარ სახლში, ახალციხეში იმყოფებოდა და ხვალ, 4 მარტს, დილით მოწყობაზე ბრიგადაში უნდა გამოცხადებულიყო.  

გავრცელებული ინფორმაციით, იმედა მურვანიძე ახალციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები