უკრაინის კრიზისი

რუსეთი უკრაინასთან პოლიტიკურ ურთიერთობას წყვეტს

რუსეთი უკრაინასთან პოლიტიკურ ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა. მისი განცხადებთ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მოსკოვი უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

დიპლომატის განცხადებით, რუსეთი კიევის მაიდანზე სნაიპერების მიერ ჩადენილი მკვლელობების დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს. ეს მოთხოვნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის საუბრის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას უკავშირდება, რომლის თანახმად, პაეტი თითქოს ეჭვს გამოთქვამს, რომ სნაიპერები მაშინდელი ოპოზიციის მიერ იყვნენ დაქირავებული.

თუმცა, ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა, რომლის აზრს პაეტი ეყრდნობოდა, დიპლომატთან საუბარი უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი დასკვნა არ გაუკეთებია.

კომენტარები