უკრაინა

კახა ბენდუქიძე უკრაინის "საგანგებო ეკონომიკურ სამიტს" დაესწრება

უკრაინაში "საგანგებო ეკონომიკური სამიტი" გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ევროპის ბიზნესის ასოციაციის, თავისუფალი უნივერსიტეტის, კიევის ეკონომიკური სკოლის, კატო ინსტიტუტის და ატლასის ეკონომიკური კვლევების ფონდის დახმარებით უწევს. სამიტში მონაწილეობას მიიღებს თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც დაესწრება. 

სატიმის ჩატარება მიზნას ისახავს უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რეფორმის საუკეთესო გზების მოძიებას და  გამოცდილების გაზიარებას ფინანსური სტაბილურობის, ენერგო პოლიტიკის, კორუფციიასთან ბრძოლის და ვაჭრობის მხრივ. 

 

კომენტარები