ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა

უკრაინამ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის ანგარიშები დაბლოკა

უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმის ხაზინის ანგარიშები დაბლოკა. ამის შესახებ განცხადება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, რუსტამ ტემირგალიევმა განაცხადა. მისი თქმით, ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლება ცდილობს რუსეთის ბანკებში ანგარიშების გახსნას.

"ცოტა ხნის წინ გვაცნობეს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმის სახელმწიფო ხაზინის ყველა ანგარიში დაბლოკა..ჩვენ ამ დროისთვის ოპერატიულად ვხსნით ანგარიშებს რუსეთის ბანკებში, მათ შორის რუბლებშიც. ხალხი ხელფასებისა და პენსიების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დარჩება. ვითარება სრულად კონტროლდება", – განაცხადა ტემირგალიევმა.

კომენტარები