გაეროს დაფინანსება აფხაზეთისთვის

ფანჯიკიძე: აფხაზეთში გაეროს პროექტის შესახებ ქართული მხარე ინფორმირებულია

”გაერო აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის არის ინფორმირებული ამ პროექტების შესახებ”, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

მინისტრი აპსნიპრესის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს, აფხაზეთში პროექტების განხორციელების მიზნით, გაერო 15 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. 

”საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის არის ინფორმირებული ამ პროექტების შესახებ, რადგანაც ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება. ახლაც არის ზუსტად ისეთივე სიტუაცია და სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მსგავსი კონტაქტები, რომელიც მათ აქვთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლით, წარმოაჩინონ როგორც დამოუკიდებელი კონტაქტები”, - აცხადებს ფანჯიკიძე.

კომენტარები