უკრაინის კრიზისი

უკრაინა მსოფლიოს აგრესორის წინააღდეგ რეალური ზომებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ყირიმის ანექსიის „გაფორმებას" უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა. როგორც უწყების საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა საკუთარ twitter-ში აღნიშნა, რუსთის ნაბიჯს და პუტინის გამოსვლას „არაფერი აქვს საერთო სამართალთან, დემოკრატიასთან და საღ აზრთან".

„პუტინის გამოსვლამ ნათლად დაადასტურა, რამდენად რეალურია რუსული საფრთე ცივილიზებული სამყაროსათვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა დიპლომატმა.

კიევმა მსოფლიოს აგრესორის წინააღდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდა. „მოვმართავთ ყველა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას მოწოდებით მიღოს რეალურად ქმედითი ზომები აგრესორის წინააღმდეგ", - აღნიშნა პერებიინისმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ყირიმის პრორუსულ ხელსუფლებასა და ქალაქ სევასტოპოლის მერიასთან რუსეთის შემადგენლობაში ფედერალური სუბიექტების სტატუსით ამ რეგიონების  მიღების შესახებ.  რუსეთის პრეზიდენტმა ხელშეკრულებები რატიფიცირებისთვის ფედერაციის საბჭოს წარუდგინა. 

კომენტარები