კლიჩკოს ჩართვა

კლიჩკო: საქართველოს რეფორმები უკრაინისთვის სამაგალითოა

პარტია „უდარ“-ის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ „რუსთავი2“-ის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, როდესაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დღეებია, მორალურ მხარდაჭერას, არამხოლოდ შორიდან გვიცხადებენ, არამედ  უკრაინაში ბევრი ადამიანიბ ჩამოდის. ისინი უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრაციების, ასევე მოქმედებების გააქტიურების შემდეგ უკრაინაში იმყოფებოდა. მან მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა და უკრაინელებს მიმართა,“ - ამბობს ვიტალი კლიჩკო.

კლიჩკოს მიაჩნია, რომ საქართველო თავისი რეფორმებით უკრაინისთვის კარგი მაგალითია. „ ჩვენ ახლო ხანში რეფორმებს აუცილებლად გავატარებთ. რეფორმები კორუფციის დასამარცხებლად და უფრო ეფექტიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია,“ - თქვა კლიჩკომ. 

კომენტარები