მურთაზ ზოდელავა

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაკითხეს

მოდულის შენობაში ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაკითხვა დასრულდა. მურთაზ ზოდელავას შპს ელიტა ბურჯთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები. როგორც ზოდელავა აცხადებს, საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია.

ყოფილი მთავარი პროკურორი მოწმის სტატუსით დაიკითხა, ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობით მოეკიდება გამოძიებას და მასთან ითანამშრომლებს.

შპს „ელიტა ბურჯი“ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. კომპანია საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ოცნებისთვის უკანონო შემოწირულობისთვის რამდენჯერმე დააჯარიმა.

კომენტარები