კანონმდებლობა კონკურენციის შესახებ

პარლამენტი კონკურენციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანო კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, იქმნება დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტო, რომელიც ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრით იქნება დაკავებული.

სააგენტო პრემიერმინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, მას ექნება უფლებამოსილება ცალკეული ბიზნესების საქმიანობის შესწავლა დამოუკიდებლად, ყველანაირი საჩივრის გარეშე დაიწყოს. ზურაბ ტყემალაძე თვლის, რომ სააგენტოს არსებობით იქმნება მეტად კონკურენტული გარემო ბიზნესებისთვის და სააგენტოს საქმიანობა არანაირად არ იქნება ბერკეტი მთავრობის ხელში. სააგენტოს შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს უმცირესობის წარმომადგენელი, ზურაბ ჯაფარიძე. კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის არარსებობაზე საუბრობს ეკონომისტი ვატო ლეჟავაც. ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის დაჩქარების მომხრეა ყოფილი პრემიერიც. საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტი, ერეკლე ურუშაძე დადებითად აფასებს სააგენტოს შექმნის ინიციატივას, თუმცა გარკვეულ რისკებს, რომ სააგენტო შესაძლოა ბიზნესზე ზეწოლის მექანიზმი გახდეს, მაინც ხედავს.

კომენტარები