აქცია პუშკინის სკვერში

პუშკინის სკვერში აქციების დროს დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

RFE/RL

პუშკინის სკვერში გამართული აქციების დროს დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სამი პირი დააკავეს. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. აღნიშნული პირების სასამართლო ხვალ გაიმართება.

ცნობისთვის, რუსეთის მხარდამჭერი აქცია პუშკინის სკვერში დაპირისპირებით დაიწყო. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია - დედამიწა ჩვენი სახლია მართავდა. მათ რუსეთის დროშა გაშალეს და პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ამერიკა კი გააკრიტიკეს. რუსეთის პოლიტიკის გასაპროტესტებლად კონტრაქციის გამართვას თავისუფალი ზონის წევრები ცდილობდნენ, რასაც ორი აქციის მონაწილეების ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

კომენტარები