ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, Skype-ით დაკითხვაში მაინც არ არის ის საშიშროება, რაზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლოდროინდელ ინტერვიუებში საუბრობდა.
"იმაზე, თითქოს, მიზანმიმართულად მოხდა მისი დაბარება პროკურატურაში. რომ მას დაიჭერდნენ. ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურამ, Skype-ით დაეკითხა, ამაზეც უარი განაცხადა. საქმე მივიდა იმ კონკრეტულ მომენტამდე, როდესაც გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის საჭიროება და ამ ადამიანმა უარი განაცხადა, გასცეს პროკურატურას იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც მათ გააჩნიათ", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც რამდენჯერმე აღნიშნა სააკაშვილმა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა.