ობამას განცხადება

მარგველაშვილი: ობამას განცხადება საქართველოს გეგმებს არ ცვლის

"ობამას განცხადებას თუ ჩვენ მშვიდად შევაფასებთ, მივხვდებით, რომ ის არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის ქმედებით არ იყო განპირობებული,“ - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თოქ-შოუ „პოზიცია“-ს ეთერში. მისი აზრით, რუსეთის მიმართ პოლიტიკა იმ მიმართულებით არის აღებული, რომ შეეცადონ და რუსეთის გარიყვის გარეშე, იმ მშვიდობიან და დიპლომატიურ კონტექსტში ჩართონ, რომლითაც  მთელი კაცობრიობა ცხოვრობს.

მარგველაშვილის თქმით, ობამას განცხადება საქართველოს გეგმებს არ ცვლის. "ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო განცხადება, რომელსაც დიდი ხანი ველოდი და სწორედ ასეთი განცხადების მოსმენა მენდომებოდა, მაგრამ ამავე დროს, საუბარია უელსის სამიტზე, სადაც გაწევრიანების თემა არც მანამდე განიხილებოდა. უელსის სამიტის ბრენდი იყო ის, რომ ეს გაფართოების სამიტი არ არის, შესაბამისად, ჩვენ უელსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანებას არ მოველოდით. შესაძლოა, ასეთი ემოცია იმ გეოპლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაჩნდა, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ეს არარეალისტური იყო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს ორიენტაცია არის ის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს დაცულობას ევროატლანტიკურ სივრცეში ეძებს. 

კომენტარები