გეი ქორწინება

კანცელარიასთან აქცია, ხელები შორს კონსტიტუციისგან, გაიმართა

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, პრემიერის ის ინიციატივა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. აქციის მონაწილეების განცხადებით, ინიციატივა დისკრიმინაციულია და მისი აუცილებლობა არ არსებობს. პროტესტის პარალელურად კონტრაქციაც გაიმართა. მასში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებმა რამდენიმე დღის წინ თავისუფლების მოედანზე რუსეთის დროშა გამოიტანეს და განაცხადეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი იცავდა.

კომენტარები