IRI-ის კვლევა

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, არჩევნების შემდეგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

კითხვაზე - რას იტყოდით, არჩევნების შემდეგ საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, იგივე დარჩა თუ შემცირდა, გამოკითხულთა 69% პასუხობს, რომ ბოსტნეულზე ფასი გაიზარდა, 28% მიიჩნევს, რომ შემცირდა, 1% კი ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 62%-ის აზრით, არჩევნების შემდეგ ხორცის ფასი გაიზარდა. 34% მიიჩნევს, რომ შემცირდა, 2% კი პასუხობს, რომ იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 62% პასუხობს, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასი 62%-ით გაიზარდა, 34% ფიქრობს, რომ შემცირდა.

გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ხილზე ფასები გაზრდილია, 36%-ის აზრით - შემცირდა, 1% პასუხობს, რომ იგივე დარჩა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, გამოკითხულთა 52% -ის აზრით, ფასები გაიზარდა, 34% თვლის, რომ შემცირდა, 9% - იგივე დარჩა.

საწვავის ფასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ ფასი გაიზარდა, 34% - შემცირდა, 7% - იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 36%-ის აზრით, პურის და პურპროდუქტების ფასი გაიზარდა, 60% ამბობს, რომ შემცირდა, 2% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, 50% პასუხობს, რომ შემცირდა, 40%-ის აზრით, ფასი იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 8%-ის აზრით, წყლის გადასახადმა მოიმატა, 67% ფიქრობს, რომ შემცირდა, ხოლოდ 4%-ის აზრით, იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 6%-ის აზრით, ბუნებრივ აირზე ფასი გაიზარდა, 48%-ის აზრით, შემცირდა, ხოლო 25% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

 

კომენტარები