ჩილეში მიწისძვრა განმეორდა

AFP

ზუსტად 24 საათის გასვლის შემდეგ ჩრდილოეთ ჩილეში მიწისძვრა განმეორდა, რომლის სიმძლავრემაც 7.6 ბალს მიაღწია. BBC-ის ცნობით, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი დაზიანებების შესახებ არ არის ცნობილი. მანამდე ჩილეში 8.2 ბალიანმა მიწისძვრამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა 2600 სახლი, მოხდა ადგილობრივების მასობრივი ევაკუაცია.

კომენტარები