სემინარი ჟურნალისტებისთვის

ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში სემინარი გაიმართა

ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ მთავრობის სტრატეგიის ფარგლებში სასტუმრო “ამბასადორში” ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა.

სემინარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა გახსნეს.

„პრაქტიკული საკითხები განვიხილეთ - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა როგორ წარიმართება. სხვა თემებზეც ვიმსჯელეთ, ევროპაში წასვლის შესაძლებლობებით დაწყებული, უსაფრთხოების საკითხებით დამთავრებული“, - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.  

მარიამ რაქვიაშვილის თქმით, ღონისძების მიზანი ევროინტეგრაციის შესახებ აქტუალური საკითხების შესახებ დიალოგის გამართვა იყო. 

კომენტარები