თეორემა

აუტიზმი

რამდენიმე წლის წინ ორი აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღედ გამოცხადდა საზოგადოებაში ამ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, თუმცა მე აუტიზმის შესახებ არა ორ აპრილს გამართული აქციებიდან, არამედ ბარი ლევინსონის ცნობილი ფილმიდან, რეინმენიდან შევიტყვე - ჯერ კიდევ თინეიჯერობისას. დასტინ ჰოფმანის აუტიზმით დაავადებულმა გმირმა, რეიმონდ ბებითმა ზუსტად იცის, რომ ორშაბათობით პიცა უნდა მიირთვას, ხოლო ნეკერჩხლის სიროფი მაგიდაზე მაჭკატებამდე უნდა დაიდოს, თორემ ძალიან გვიანი იქნება.

ეს ასეა, აუტიზმით დაავადებულებს რუტინის სიყვარული ახასიათებთ, რასაც განმეორებით ქცევაში გამოხატავენ. უჭირთ კომუნიკაცია - ურჩევნიათ მარტო ყოფნა, რადგან ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნებას ვერ იღებენ.

მსოფლიოში დაბადებული ბავშვების 1 პროცენტს აუტისტური სპექტრის აშლილობები აქვს, საქართველოში ამ დაავადების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

რა არის აუტიზმი? რა ელით აუტიზმით დაავადებულ პირებს საქართველოში? რა სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი? რა იცის საზოგადოებამ აუტიზმით დაავადებულ პირთა შესახებ? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით გადაცემის მეორე ნაწილში.

კომენტარები