ოთარ სირაძე

ყოფილი რწმუნებული ოთარ სირაძე დაკითხვაზე დაიბარეს

ghn.ge

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი რწმუნებული ოთარ სირაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დაკითხვაზე დაიბარეს.

7 აპრილს დილის 12 საათზე ოთარ სირაძეს, თბილისის მერიის შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოების საქმეზე დაკითხავენ. შეგახსენებთ, რომ ყოფილი რწმუნებული სინათლის ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

დედაქალაქის მერიაში არსებულ შპს-ებში ჰერმესი, სინათლის ქალაქი, თბილსერვისი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია 2012 წლის ოქტომბერში სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ეს საბჭოები ფორმალურია და რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი ახლობლები მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ ისე, რომ არც საქმის შესაბამისი კომპეტენცია ჰქონდათ და არც კონკრეტულ სფეროებში განათლება. 

კომენტარები