საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა ცხრა პირს სურს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა სია ცნობილია. პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა დავით წივწივაძეს, თემურ ბერიანიძეს, ვახტანგ აბაშიძეს, სოფიო ხორგუანს, ლია მუხაშავრიას, დავით თუთბერიძეს, ნათია კუპრაშვილს, ნინო კიკნაძეს და ავთანდილ კახნიაშვილს სურთ.

საქართველოს პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 6 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები