კრიზისი უკრაინაში

ჰეიგი: მნიშვნელოვანია, რუსეთი არ ჩაერიოს უკრაინის საქმეებში

Britain's Conservative Party foreign affairs spokesman Hague speaks to the media on his arrival for a meeting in London
Chris Helgren / REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი შეშფოთებულია იმ ძალადობის გამო, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში ხდება. მისი თქმით, უკრაინის საქმეებში რუსეთი არ უნდა ჩაერიოს.

"ძალიან ვარ შეშფოთებული იმ ამბების გამო, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. კონკრეტულად იმ ძალადობის გამო, რაც უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ ჩაერიოს უკრაინის საქმეებში. ეს გამოიწვევს სიტუაციის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას. ველოდებით, რომ ეს აღიკვეთება. ვაკვირდებით უკრაინის ხელისუფლებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა მუშაობს ერთად. რომ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს სრულიად თავისუფლად და სამართლიანად", - აღნიშნა ჰეიგმა.

 

კომენტარები