1989 წლის 9 აპრილი

ბარამიძე: ჩვენს თავისუფლებას ემუქრებოდა და ემუქრება დღესაც რუსეთი

pirveliradio.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, რუსეთი საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პირველივე დღიდან აკეთებდა ყველაფერს, რომ თავისუფალი, ქართული სახელმწიფო არ შემდგარიყო. ბარამიძე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

”ჩვენს თავისუფლებას ემუქრებოდა და ემუქრება დღესაც რუსეთი. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პირველივე დღეებიდან ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო, თავისუფალი სახელმწიფო არ შემდგარიყო. და ეს მოქმედებები, ამგვარი ძალისხმევა დღეს კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია გათავხედებული პუტინის რეჟიმის მიერ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროგრესული ქართული ძალა, პატრიოტული ძალა იყოს მაქსიმალურად გაერთიანებული საერთო პრობლემისა და საერთო მტრის წინააღმდეგ”, - თქვა ბარამიძემ.

გუშინ 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც, რა დროსაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა მას ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მათი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წევრებს არ აქვთ უფლება, პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას.

კომენტარები