აქცია ევროპის მოედანზე

დღეს ეროვნული პლატფორმა ევროპის მოედანზე აქცია-კონცერტს გამართავს

დღეს, 18:00 საათზე  საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროპის მოედანზე, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ სამოქალაქო აქცია-კონცერტს გამართავს.

"ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც  საქართველოს ევროპულ არჩევანს იზიარებს და სურს, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ეს ის საკითხია, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ამ იდეის გარშემო გავერთიანდეთ", - ნათქვამია ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი "ლაშარი", მერიის ბიგ ბენდი, გიო სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, "გორდელა", Z for Zulu, თინათინი, "არა", Eldrine, The Jetbird, LOUDspeakers, KID Jesus და Me and My Monkey.

კომენტარები